ვაქცინაციის კამპანია უნდა გაფართოვდეს - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება 50 წელს ზემოთ ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების ვაქცინაციაზე გაამახვილა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ საჭიროა პანდემიასთან შეგუება.
„ჩვენ გავაგრძელეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები. ჩვენი მთავარი ამოცანა 50 წელს ზემოთ მყოფი ადამიანების აცრა უნდა იყოს, პრევენციის და დაზღვევის მიზნით, განსაკუთრებით ვინც ასაკშია და აქვს ქრონიკული თანმდევი დაავადებები, რომ არ გაურთულდეთ ვირუსი, სხვა დანარჩენი სრული კონტროლის ქვეშაა.
ევროპის ქვეყნებმა, ამერიკამ, ყველამ გახსნეს და არავინ ფიქრობს შეზღუდვებზე. ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა ვმართოთ და კონტროლი გვქონდეს მაქსიმალური, მეორე მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის სწრაფ აღდგენა-განვითარებას. ძალიან კარგი შედეგი გვქონდა შარშან - 10.7%-იანი აღდგენა გვქონდა, წელს უკეთესი შედეგი გვინდა გვქონდეს, ამიტომ ამას სჭირდება შეგუება და პანდემიასთან თანაცხოვრება.
ვაქცინაცია უნდა დავაჩქაროთ, წავახალისოთ ეს კამპანია. 50 წელს ზემოთ პირებს ჩვენ ვუხდით 200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზების შემთხვევაში 100 ლარს. ვფიქრობ, ეს კამპანია აქტიურად უნდა გაფართოვდეს. ამის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი აქტიურად მუშაობს. რეგიონებში უნდა ჩავიტანოთ ვაქცინები და განსაკუთრებით ამ ჯგუფებზე უნდა მოხდეს მეტი ყურადღების გადატანა“, - განაცხადა პრემიერმა.
ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა პრაქტიკულად არ მუშაობს, ამიტომ მწვანე პასპორტს აღარ ჰქონდა აზრი – პრემიერი




























