ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბოლო დღეებში ვაქიცნაციის ტემპი შემცირებულია, რის გამოც ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის შესრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანად რჩება.
ამის შესახებ თამარ გაბუნია, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება კვლავაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში, პირველ დოზებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით კვლავ კლება გვაქვს. 8 000 აცრა ჩატარდა გასული 24 საათის განმავლობაში, რაც ძალიან მცირეა და ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოფლის დონეზე ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებას გეგმავენ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სოფლად ვაქცინაციის გააქტიურებისთვის 15 ოქტომბრიდან „ვაქცინაციას მარათონი“ დაიწყება