მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაქცინაციის სავალდებულოობა არ განიხილება, თუმცა შეიძლება გადაწყვეტილება შეიცვალოს - ტიკარაძე

60f04148463ae
ინგა მურუსიძე
15.07.21 18:12
1315
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაციის სავალდებულოობა არ განიხილება, თუმცა გამორიცხული არ არის, ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამ ეტაპზე როგორც მედიკოსების, ისე მოქალაქეების მხრიდან აქტივობა მაღალია.

„ვამჩნევთ საკმაოდ მაღალ აქტივობას ვაქცინაციის პროცესში როგორც სამედიცინო პერსონალის მხრიდან, ასევე სხვადასხვა ჯგუფის მოქალაქეებისგან. ჩვენ ჯერ კიდევ დაველოდებით მოქალაქეების აქტივობას, რადგან ეს არის ადამიანების ინდივიდუალური გადაწყვეტილება, გააზრების დონეზე და არ გვაქვს სავალდებულოობის დაწესების სურვილი.

ეპიდემიის განვითარებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, თუ როგორი იქნება აქტივობა დავაკვირდებით და შეიძლება გადაწყვეტილება შეიცვალოს, მაგრამ ალბათ ამ ეტაპისთვის სავალდებულოობის შემოღება არ დაიგეგმება“, - განაცხადა ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები