მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინები და მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა კორონავირუსის პანდემია დაასრულონ

5e9df969222c1
თამთა ჯიჯავაძე
21.04.20 00:05
5719
ვაქცინები და მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა კორონავირუსის პანდემია დაასრულონ. Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ვაქცინის და სამკურნალო საშუალებების შექმნის მიზნით, 200–ზე მეტი პროგრამა ამუშავდა – დაწყებული ცნობილი გიგანტი კომპანია Gilead Sciences-ით, Johnson & Johnson-ით დასრულებული, კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვაქცინისა და წამლების შექმნასა და აღმოჩენაში.

ამ დროისთვის, 70-ზე მეტი ჯგუფი მუშაობს ვაქცინაზე, თუმცა, თითქმის ყელა მათგანი ჯერ პირველ ეტაპზეა. ამასთან საუბარია კორონავირუსის სამკურნალოდ სხვადასხვა ანტივირუსული მედიკამენტების გატესტვასა და მათი ეფექტურობის დადასტურებაზეც.

მათ შორის არის:

• Gilead Sciences Inc.-ის პრეპარატი რემდესივირი;
• Pharmaceutical Industries Ltd., Sanofi, Mylan NV, Natco Pharma Ltd., Novartis AG, Bayer AG და სხვების მიერ შექმნილი ჰიდროქსილოროქინი, ქლოროქუინი;
• Zhejiang Hisun Pharmaceutical–ის შექმნილი პრეპარატი ფავიპირავირი;
• Takeda Pharmaceutical-ის მიერ შექმნილი TAK-888.

ვაქცინებზე კი მუშაობს ათობით კომპანია, მათ შორის არიან:

1. Moderna Inc.
აღნიშნულმა კომპანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ–ის მთავრობისგან $483 მილიონს მიიღებს, რათა ვაქცინის გამოცდა შეძლოს. ამჟამად აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი ვაქცინას სწავლობს 45 პაციენტში, პირველადი შედეგები შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში იყოს.

2. Johnson & Johnson
J&J-ი გეგმავს ადამიანზე ვაქცინის გატესტვა სექტემბერში დაიწყოს. კომპანიას ერთი მილიარდი დოზა ვაქცინის წარმოება სურს.

3. Inovio Pharmaceuticals Inc.
აღნიშნულმა კომპანიამ Beijing Advaccine Biotechnology-თან ერთად დაიწყო ვაქცინისთვის INO-4800-ის შესწავლა. კომპანიამ ვაქცინის გამოცდა აპრილის დასაწყისში დაიწყო, უფრო ფართო შესწავლა წლის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.

4. BioNTech SE-ი, Pfizer Inc-ი
აღნიშნული ორი კომპანია BNT162-ის ვაქცინის დატესტვაზე მუშაობენ, რომლის კლინიკური შემოწმება აპრილში უნდა დაიწყოს.

5. CanSino Biologics Inc.
ამ კომპანიამ პირველი კვლევა აპრილში დაასრულა. მალე კი უფრო ფართო კვლევის დაწყებას აანონსებს.

6. Novavax Inc.
ამ კომპანიამ ვაქცინის თავისი კანდიდატი აპრილში შეარჩია. მაისის შუა რიცხვებში 130 პაციენტზე ვაქცინის გატესტვა დაიწყება, რომლის პირველადი შედეგები ივლისის შუა რიცხვებში იქნება.

7. Sanofi და GlaxoSmithKline Plc
ფრანგულმა ფარმაცევტულმა Sanofi–მ კომპანიამ 14 აპრილს განაცხადა, რომ ის GlaxoSmithKline–თან ძალებს გააერთიანებს და ვაქცინაზე ერთად იმუშავებს. მათ მიზანს ვაქცინის 2021 წლის მეორე ნახევარში წარმოება წარმოადგენს.

8. China National Biotec Group Co
აღიშნული კომპანია ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა. მან ჩინეთის რეგულატორისგან 14 აპრილს მიიღო დასტური იმისა, რომ დაიწყოს ვაქცინის გამოცდა.

9. Sinovac Biotech Ltd
აღნიშნული კომპანია 144 მოზარდზე გეგმავს ჩინეთში ვაქცინის კანდიდატის გატესტვას. პაციენტების ორ მესამედს საცდელი ვაქცინა, დანარჩენს კი მხოლოდ პლაცებო ვაქცინები გაუკეთეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები