აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) აცხადებს, რომ არცერთი აქამდე არსებული კვლევა არ ადასტურებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის მიღება ყველა მოქალაქეს დასჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემა სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით წერს, რომ სპეციალისტთა აზრით, „ბუსტერ“ დოზების საყოველთაო გამოყენება დამატებითი შესწავლას და ანალიზს მოითხოვს. თუმცა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ზოგი ადამიანისთვის ვაქცინის დამატებითი დოზა სასარგებლო იქნება, მათ შორის შესუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებისთვის.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კოვიდ-ვაქცინების დამატებითი დოზების ფართოდ გამოყენება შესაძლოა, საჭირო გახდეს იმ შემთხვევაში, თუ თავდაპირველი ვაქცინაციის შემდგომ იმუნიტეტი შემცირდება ან ვირუსის ახალი შტამები გაჩნდება.