მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ გარევაჭრობის პრობლემა მოგვარებულია - კახა კალაძე

6228589986f8f
ინგა მურუსიძე
09.03.22 11:35
832
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ გარევაჭრობის პრობლემა მოხსნილია. განცხადება მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„ჩვენ მთლიანად მოვაწესრიგეთ ვარკეთილის მეტროსთან არსებული მდგომარეობა. გარევაჭრობისა და ჯიხურების პრობლემა მოგვარებულია. გავლა შეუძლებელი იყო და მინდა გითხრათ, რომ აღებულია ყველა ჯიხური, ხოლო გარემოვაჭრეები გადასული არიან მიმდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მერიის სამსახურები აგრძელებნენ ტერიტორიის მოწყობას. „გპირდებით, მეტროსადგური „ვარკეთილი“ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული, გალამაზებული ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები