მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება - კალაძე

მშენებლობა
BM. GE
10.10.23 12:45
115

ვარკეთილის დასახლებაში  მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ამოქმედების შემდეგ ყოველთვიურად 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.

„მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. გაზაფხულისთვის მთლიანად დასრულებული იქნება პროექტი. აქ იქნება კალათბურთის, ჭიდაობის, ტანვარჯიშის და სხვა დარბაზები, ასევე არის საცურაო აუზები, როგორც პატარებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. იქნება ასევე ტრენაჟორების სივრცე, მედიათეკა და ა.შ. როგორც გითხარით, მულტიფუნქციური ცენტრის ორი პროექტი სამგორის რაიონში და დიდ დიღომში მიმდინარეობს და მალე დასრულდება. გვინდა, რომ ყველა რაიონში თითო ასეთი ცენტრი აშენდეს, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება ვარჯიშის, გართობის, დასვენების შესაძლებლობა. პროექტში ასევე გათვალისწინებულია ეზოს კეთილმოწყობა. აქვე არის სკოლა და ვფიქრობ, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგი სტიმული იქნება ამ ცენტრის  არსებობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.

მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება სხვადასხვა ტიპის დარბაზები,  ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; სპორტული ინვენტარის მაღაზია; მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა; საკონფერენციო დარბაზი; სახელოვნებო სკოლა; სამაგიდო თამაშების სივრცე. ცენტრს ექნება მიწისქვეშა პარკინგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები