მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარკეთილში ავარიული სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

62f5480dc9bdd
BM.GE
11.08.22 22:10
1826
ვარკეთილში ავარიული სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს - სამგორის რაიონის აღნიშნულ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი განმარტებით, შენობის მძიმე ავარიულობისა და ნგრევის საფრთხის გამო ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

„თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, კორპუსს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების მეოთხე ხარისხი და ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსახლეობასთან ქირით გასვლის თაობაზე.

მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა სამგორის გამგეობა. სამწუხაროდ, მხოლოდ ხუთი ოჯახი დათანხმდა გამგეობის წინადადებას და ისინი ქირით არიან უზრუნველყოფილნი.

კორპუსში მცხოვრები დანარჩენი 30 ოჯახი დღეს დატოვებს საცხოვრებელ ადგილს. სამგორის გამგეობა მათ გადაანაწილებს სასტუმროებში, ვიდრე არ მოძებნიან დროებით საცხოვრებელ ბინებს და არ ჩაერთვებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში“, - ნათქვამია სამგორის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები