მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარშავაში ქართული ღვინის დეგუსტაციაზე 20-ზე მეტი მეღვინე იყო წარმოდგენილი - ღვინის სააგენტო

პოლონეთი
21.06.24 11:25
780

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Peopl.Pr” ორგანიზებით და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია Georgian Wine Grand Tasting გაიმართა. დეგუსტაციაზე 20-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე ღვინო იყო წარმოდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, ჟურნალისტები, ბლოგერები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა პოლონეთის რესპუბლიკაში მიმდინარე წლის ივლისის თვეშიც გაიმართება. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

პოლონეთი ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან, აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიას.

2024 წლის იანვარ-მაისში, პოლონეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულია 2,6 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 23%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები