მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშინგტონი კიევს $500 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის - ჯო ბაიდენი

63f350c610657
გიგა ბენია
20.02.23 15:00
783

კიევში ჩასულმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას $500 მილიონის დახმარებას გაუწევს. 

ბაიდენ-ზელენსკის შეხვედრაზე, ბაიდენმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონიდან დახმარების ახალი პაკეტის მიწოდებაზე კონკრეტულად ხვალ, 21 თებერვალს გახდება ცნობილი. 

"დღეს გამოცხადებულ პაკეტში შედის საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის და "ჰაუბიცებისთვის", მეტი ჯაველინი, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საჰაერო სათვალთვალო სისტემები უკრაინელი ხალხის დაბომბვისგან დასაცავად", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევში დღეს ჩავიდა. ამ წუთებში ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები ოფიციალურ განცხადებებს აკეთებენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები