მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშინგტონში 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

washington

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბაუზერმა სპეციალური პროკლამაცია გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონში 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.

"ვინაიდან, საქართველოს რესპუბლიკა არის გლობალური თანამეგობრობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წევრი, ძლიერი დემოკრატიული ღირებულებების გაუმჯობესების, დინამიკური ეკონომიკური განვითარებისა და სტრატეგიული საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.

ვინაიდან, ჩვენი ქართულ-ამერიკული თემის მემკვიდრეობა, ტრადიციები და მიღწევები მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩვენი ადგილობრივი თემებისა და ჩვენი ერის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ სიძლიერეს;

ვინაიდან, საქართველოს საელჩო აძლიერებს კოლუმბიის ოლქს თავისი წარმომადგენლობითა და ჩვენს თემებში კულტურული ჩართულობის გზით;

ვინაიდან, ჩვენი ფასეული ურთიერთობისა და კულტურული გაცვლის პატივსაცემად, ჩვენ ვუერთდებით ქართველ ხალხს და ქართულ დიასპორას საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავის აღნიშვნაში:

ამრიგად, ახლა მე, ვაშინგტონის მერი, წინამდებარე დოკუმენტით 2026 წლის 26 მაისს ვაშინგტონში "საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ" ვაცხადებ", - ვკითხულობთ პროკლამაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები