ვაშლიჯვარში GWP-ის ქსელის დაზიანებას წყლის მასშტაბური ამოფრქვევა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივების მიერ BMG-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ამოფრქვეული წყალი 20-25 მეტრის სიმაღლეს აღწევს, საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ უწყებას შეტყობინება არ მიუღია.
წყლის გამანაწილებელი კომპანია დაზიანების ფაქტს ადასტურებს, თუმცა BMG-ს კომპანიაში განუცხადეს, რომ დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.
მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.