მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან, რათა მოთხოვნისამებრ ჩარტერული რეისები კიდევ დავამატოთ - ქვრივიშვილი

ქვრივიშვილი დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი მედიასთან განმარტავს, რომ სულ რამდენიმე საათში TKT.GE-ზე გამოჩნდება 3 ახალი ჩარტერული რეისი, რომელიც გერმანიიდან საქართველოში დაბრუნების მსურველებს ბილეთებზე სუბსიდირებულ ფასებს შესთავაზებს.

“იცით, რომ დღეს უკვე შევძელით და გასაყიდად გამოვიტანეთ 4 ჩარტერული რეისი, მოთხოვნამ აბსოლუტურად ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, 15 წუთში ყველა რეისი სრულად გაყიდულია. ჩვენ უკვე დავასრულეთ მუშაობა ავიაკომპანიებთან და, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებულ 4 რეისს დამატებით 3 რეისი დაემატება.

ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მოთხოვნის შესაბამისად, კიდევ დავამატოთ ჩარტერული რეისები სამომავლოდაც, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ვხედავთ, რამხელა მობილიზება იყო გასული სამი მატჩის განმავლობაში ქართველი ქომაგების მხრიდან, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ იგრძნონ მხარდაჭერა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს - ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ”, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

შესაბამისად, პირველი 4 რეისიდან, რომლებზეც ბილეთები ვებგვერდზე განთავსებიდან რამდენიმე წუთში გაიყიდა, 3 თბილისი-კიოლნის, 1 კი - კიოლნი-თბილისის მიმართულებით იყო. გაფრენის რეისები - 29-30 ივნისს, გამოფრენის რეისები კი 2 ივლისს ჩაინიშნა.

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, რამდენიმე საათში ვებგვერდს დაემატება ბილეთები 1 და 2 ივლისს, გერმანიიდან საქართველოს მიმართულებით.

რაც შეეხება ფასებს, 1 გზის ღირებულება 195 ევროა, ორმხრივი ავიაბილეთი კი ქომაგებს 390 ევრო დაუჯდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები