მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვავითარებთ ურთიერთობებს ბელარუსთან - სამაჩაბლოს ე.წ. საგარეო მინისტრი

ოკუპაცია

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული სამაჩაბლოს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ სხვადასხვა ქვეყანასთან კონტაქტების დასამყარებლად. ახსარ ჯიოევი ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას ბელარუსზე ამახვილებს.

"ვცდილობთ, ყველა ის შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რაც გვაქვს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, ბელორუსთან კონტაქტების დასამყარებლად. გასულ წელს, რესპუბლიკის სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ ღონისძიებებში ბელარუსის ტერიტორიაზე. წელს ჩვენი ზოგიერთი შემოქმედებითი ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას ამ ქვეყანაში არაერთ კულტურულ ღონისძიებაში. ჩვენი ბელარუსი მეგობრები ძალიან თბილად გვეპყრობიან, არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ჩვენ საერთო მენტალიტეტი გვაქვს და საკმაოდ მარტივად და ბუნებრივად შეგვიძლია ერთმანეთთან ურთიერთობა", - განაცხადა მან.

პროპაგანდისტული გამოცემა Sputnik-ის ჟურნალისტმა, ახსარ ჯიოევს ჰკითხა, რაზე გაამახვილებს ყურადღებას, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წელს, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცებაში.

"ზებუნებრივ სასწაულს არ ველით, მაგრამ ვეცდებით, არსებული კონტაქტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოსთან - ბელარუსთან. არსებობს მათი შემდგომი განვითარების აუცილებლობის გაგება. ვმონაწილეობთ სხვადასხვა ღონისძიებებში საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის პარლამენტი არის მუდმივი დამკვირვებელი ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეაში. ვეცდებით გავავითაროთ კავშირები სპორტის, კულტურის და ა.შ. მიმართულებებით. ვფიქრობ, თუ სისტემატურად ვიმუშავებთ სხვადასხვა მიმართულებით, შედეგი იქნება", - განაცხადა ჯიოევმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები