მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაჟა-ფშაველას მეტროში, მატარებლის სავალ ნაწილზე მგზავრი ჩავარდა - II ხაზზე მოძრაობა შეზღუდულია

ვაჟა-ფშაველა

თბილისის მეტროს მეორე - საბურთალოს ხაზზე, ვაჟა-ფშაველას სადგურზე, მატარებლის სავალ ნაწილზე მგზავრი ჩავარდა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

როგორც BM.GE თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, მოძრაობა მეტროს მეორე ხაზზე გადაადგილება სადგურის მოედნიდან დელისის მეტრო სადგურამდეა შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.

ამ დროისთვის მგზავრი ამოყვანილია და ცოცხალია. მოქალაქე სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა რამდენად მძიმეა მიდი მდგომარეობა, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები