მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაზისუბანში ფეხბურთის მოედნისა და სკეიტ პარკის მოწყობაზე ₾3 მლნ-მდე დაიხარჯა

სკეიტპარკი
05.03.25 12:25
421

ვაზისუბანში ფეხბურთის მოედნისა და სკეიტ პარკის მოწყობაზე 3 მლნ ლარამდე დაიხარჯა. თბილისის მერის განცხადებით, სამუშაოები, დაახლოებით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა.

მისი თქმით, კიდევ ერთი ასეთი პროექტი დასრულდა ისნის რაიონში.

„ვაზისუბნის დასახლებაში, მე-5 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო ღია ტიპის ფეხბურთის მოედანი, სკეიტ პარკი, თავისი განათების სისტემით, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. სამუშაოებში ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები. სკეიტ პარკები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ ტიპის სამუშაოებს სხვადასხვა უბანსა და რაიონში. დედაქალაქში განხორციელებული ყველა სკეიტ პარკის პროექტში საერთაშორისო ნორმები გათვალისწინებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა დიდ დიღომში, რამდენიმე თვის წინ გახსნილ მულტიფუნქციურ ცენტრზე, რომელიც, მისი თქმით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ცენტრში ფუნქციონირებს ორი საცურაო აუზი, ჭიდაობის, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები, სატრენაჟორო დამოუკიდებელი სივრცე. ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანებმა თავისი სურვილისამებრ ივარჯიშონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები