ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს თუ როგორ დაეხმაროს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას.
„რაც შეეხება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, ახლა ეს ძალიან, ძალიან რთულია. რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს, ფინანსური დახმარება გაორმაგდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ მივცეთ ფული ისე, რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობდა. მაგალითად, გასულ კვირას მქონდა დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა“,- განაცხადა კოსმა.
მიმდინარე წელს "ქართული ოცნების" პარლამენტმა მიიღო რამდენიმე კანონი, რითაც შეზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მედიისთვის უცხოური დაფინანსების მიღება. ამერიკული FARA-ს [უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი] ქართული ვერსია, როგორც მას "ქართული ოცნება" უწოდებს, გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიასაშუალებები და კერძო კომპანიები, თუ ისინი ფინანსდებიან უცხოური წყაროდან. ამას გარდა, პარლამენტმა ცვლილება შეიტანა "გრანტების კანონში", რომლითაც მთავრობის ნებართვის გარეშე დონორ ორგანიზაციებს გრანტის გაცემა აეკრძალათ.




























