მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VELI.store კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში “სუპერგმირთან” დამეგობრდა (რ)

64be7d466d99a
BM.GE
24.07.23 17:29
462
VELI.store საქართველოში წამყავნი ელ.კომერციის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს. 1 წლის განმავლობაში ველი არამარტო შოპინგის გამოცდილებით, არამედ მისი ღირებულებებითა და მიზნებით უამრავი მომხმარებლის საყვარელი ბრნედი გახდა. “Სუპერგმირთან” თანამშრომლაბაც სწორედ ბრენდის ღირებულებამ განაპირობა.

პროექტ “Სუპერგმირის” ფარგლებში დღეისთვის უკვე 432 ბავშვს ჰყავს სუპერგმირი. მათი დახმარებით ბავშვებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველთვიურად მათ საჭიროებებსა თუ ინტერესებზე მორგებული წიგნებით, განმავითარებელი სათამაშოებითა და სასკოლო ნივთებით სავსე ამანათი ეგზავნებათ.

ველი სუპერგმირთან 2023 წლის იანვრიდან თანამშრომლობს და ყოველთვიურად 400-ზე მეტ ბენეფიციართან ამანათების უფასო მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს, რაც გულისხმობს, რომ სუპერგმირების დონაცია, სრულად ხმარდება ბავშვებისთვის აუცილებელ პროდუქტებს.

“ველი 2 წელიწადიც არაა, რაც არსებობს, თუმცა როგორც კომპანია, იზიარებს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას და პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით წვლილის შესატანად.

“სუპერგმირთან” დამეგობრება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც ბევრი საინტერესო და რაც, მთავარია საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტის განხორციელებას განაპირობებს", - არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ამ პარტნიორობის კიდევ ერთი მიზანი პლატფორმა “სუპერგმირის” მთავარი გზავნილის ფართო მასშტაბის აუდიტორიამდე მიტანაა, რისთვისაც ველი თავის შიდა თუ გარე საკომუნიკაციო არხებს გამოიყენებს.

“ჩვენი პლატფორმა 0% საკომისიოს მოდელით მუშაობს, რაც გულისხმობს, რომ სუპერგმირების მიერ ყოველთვიურად გაღებული დონაცია 100%-ით ბენეფიციარებს ხმარდება, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი კომპანიების ჩართულობა, რომ პლატფორმა განვითარდეს, გაიზარდოს და კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს ბავშვებს. ველისთან თანამშრომლობა პირველ რიგში საშუალებას გვაძლევს ის თანხა, რომელიც ლოჯისტიკას უნდა მოხმარებოდა, ბავშვების საჭიროებებს მოხმარდეს, და ამასთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ერთობლივი კომუნიკაციით ხმა მივაწვდინოთ ველის მომხმარებლებს და ვაქციოთ ისინი სუპერგმირებად.

გვეწვიეთ პლატფორმაზე www.supergmiri.ge და აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ზრუნვის სუპერძალა!” - მარიტა გენებაშვილი, სუპერგმირის თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები