ბაქო-სუფსის მილსადენით, შესაძლოა, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება დაიწყოს, - ამის შესახებ “ყაზმუნაიგაზის“ გამგეობის თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა სააგენტო Trend-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საკითხი SOCAR-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთი თვის განმავლობაში კომპანია SOCAR-სგან მივიღებთ შეთავაზებას ბაქო-სუფსის მარშრუტის შესახებ, მათ შორის, სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაგზუმ მირზაგალიევმა.
“ყაზმუნაიგაზის“ გამგეობის თავმჯდომარის თქმით, გარდა ამისა, მიღწეულია ყაზახეთი აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ექსპორტს გაზრდის შეთანხმება.
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კომპანია SOCAR-თან. გასული წლის მარტიდან ჩვენ დავიწყეთ ყაზახური ნავთობის აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირება და ამ მარშრუტით თვეში 120 000 ტონა ნავთობი გადაგვაქვს. ვაპირებთ, ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის მიხედვით, აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ექსპორტის მოცულობა 60 ათასი ტონით, თვეში 180 ათას ტონამდე გაიზრდება“, - განაცხადა მაგზუმ მირზაგალიევმა.