მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ველოდებით, რომ მომავალ წელს უძრავი ქონება გაძვირდება”- "არსი"

ბინა

2023 წელი სამშენებლო სექტორში ხელოვნური ფაქტორებით გამოწვეულ ძვრების დასასრული იყო, - ამბობენ ბიზნესის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ ფასებმა, რომელიც 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა დასტაბილურება დაიწყო.

სამშენებლო კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი bm.ge-სთან ამბობს, რომ 2022 წელს არსებული ფაქტორები, რომელმაც ბაზარზე უძრავი ქონების ფასი გაზარდა, დღეს შემცირებულია. ბესო ორთოიძის თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო შენარჩუნდეს.

მისი თქმით, მომავალ წელს არსებობს მოლოდინი, რომ ბაზარზე ფასები 10-15%-ით გაიზრდება, რაც ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე ბუნებრივიცაა.

“მოლოდინი არის, რომ დაახლოებით იგივე მასშტაბით გაგრძელდება მოთხოვნის ზრდა, როგორც წელს იყო. დინამიკა შენარჩუნდება ფასების ჭრილშიც, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება 10-15% და არა უმეტესი. იგივე პროგნოზი გვქონდა მიმდინარე წელთან მიმართებით შარშან, რაც გამართლდა. შესაბამისად, ეს არის მოლოდინიც და სურვილიც, რადგან ეს არის სტაბილურობის გარანტია. ასევე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დამატებითი სტიმული იქნება ეკონომიკის კუთხით და ექნება დადებითი ეფექტი. ასეთია მოლოდინი,” - ამბობს კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, გალტ&ტაგარტის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში პირველადი ბაზრის ფასებმა განაგრძო მცირედი თვიური ზრდა, ხოლო მეორად ბაზარზე ახალი პროექტების ფასებს თვიურად კლების ტენდენცია ჰქონდათ. ასევე მათი პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ახლად მინიჭებული სტატუსი დადებითად აისახება თბილისის უძრავი ქონების ფასებზე უახლოეს მომავალში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები