მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველოდებით სამშენებლო კომპანიებს/ფიზიკურ პირებს, რომლებიც პოლონური პროდუქტით არიან დაინტერესებული - გვანცა გრიგალაშვილი

გვ

"ექსპო ჯორჯია" უძრავი ქონების კვირეულს მასპინძლობს. სამშენებლო მასალების და უძრავი ქონების 3-დღიანი გამოფენა და საერთაშორისო ფორუმი დღეს გაიხსნა. ორგანიზატორები 3 დღის განმავლობაში სტუმრებს 40 სხვა და სხვა ქვეყნიდან 220-მდე კომპანიას და მათ შეთავაზებებს ახვედრებენ. მათ შორის არიან პოლონური კომპანიები რომლებიც სხვა და სხვა პროდუქტს მათ შორის სამშენებლო ბლოკებს, წყლის მრიცხველებს, მოდურ სახურავებს. ფარდა-ჟალუზებსა და არაერთ სხვა მიმართულების პროდუქტს მოიცავს.

საკითხზე უფრო დეტალურად, BMGTV-ის გადაცემაში „საქმის კურსი“ პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა გვანცა გრიგალაშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, პოლონეთის ეროვნულ სტენდს წარმოადგენენ და მწარმოებელი კომპანიები ჰყავთ წარმოდგენილი. როგორც მან განაცხადა, ელოდებიან სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც პოლონური პროდუქტით არიან დაინტერესებული.

„ისეთი კომპანიები გვყავს რომლებიც ჯერ ბაზარზე არ არიან. პოლონეთის ეროვნულ სტენდზე ჯამში 8 კომპანია იღებს მონაწილეობას. რამდენიმე წელია "ექსპო ჯორჯიასთან“ ვთანამშრომლობთ და სამშენებლო გამოფენაზეც ვმონაწილეობთ. 2019 წელს მივიღეთ პირველად მონაწილეობა და მაშინ მხოლოდ 3 კომპანია გვყავდა მონაწილე. 2021-ში კიდევ გავაკეთეთ და კომპანიების რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, შარშან 12 კი კომპანია გვყავდა და წელს 8 გვყავს. ეს კომპანიები ფაქტობრივად ყველა სფეროს წარმოადგენენ. ჩვენ პოლონეთის ეროვნულ სტენდს წარმოვადგენთ და მწარმოებელი კომპანიები გვყავს წარმოდგენილი. მაგალითად ფარდა-ჟალუზები ახალი ტექნოლოგიებით არის წარმოდგენილი და ზოგადად კარ-ფანჯრების მიმართულებით პოლონეთი არის გლობალური ლიდერი. ასევე ხის პროდუქციის წარმოების კუთხით არის პოლონეთი ლიდერი და მაგალითად 2022 წელს ევროკავშირის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 31% პოლონეთზე მოდიოდა.

კომპანიები რომლებიც წარმოდგენილი გვყავს:

•AKCES BK – სამშენებლო ბლოკები (პოლიტექ ბლოკები), კედლები (პოლიტექ მოდულის სისტემა), თბოიზოლაციის გადაწყვეტილებები და ლანდშაფტის არქიტექტურის პროდუქტები.

•APATOR POWOGAZ - წყლის მრიცხველები, წყლის მრიცხველები წყლის სამუშაოებისთვის, სითბოს მრიცხველები, რადიო მოდულები, მონაცემების დისტანციური მართვის პროგრამული უზრუნველყოფა.

•BUDMAT - მოდულური სახურავები, სახურავის კრამიტის ფურცლები, სახურავის პანელები, წყალსაწრეტი სისტემები (ჟოლობი და სხვა), ტრაპეციული და ფასადის ფურცლები/ფირფიტები, სოფიტი, ღობეების სისტემები, თაბაშირ-მუყაოს პროფილები და აქსესუარები, გალვანური ფოლადის გამწმენდი (purlins), PVC გრანულები და ნარევები.

•BAMAR – POL – ფარდა-ჟალუზები, ფარდა-ჟალუზების სისტემები ფარდა- სისტემები; თვითწებვადი ფირები.

BP TECHEM – ჭუჭყის და ტალახის შემაკავებელი ჭილობები - ჭილობები, რომლებიც საერთდ არ შეიცავს PVC; ჭუჭყის და ტალახის შემაკავებელი განიერი ჭილობები; ; სუფთა ეკო რიპსი - ჭილობები საწმენდი ჩანართებით, რომელიც მიიღება გადამუშავებული სათევზაო ბადეებისგან, ხალიჩებისგან. გარდა ამისა, ჭილობები არ შეიცავს PVC.

•FABRYKA NARZĘDZI SKRAWAJĄCYCH FENES – ბურღის პირები ფოლადისა და ქვა ბამბის ჭრისთვის. ლითონისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები: ტრეპანირების ბურღები, ფანჯრის ჩარჩოების დასამუშავებელი ინსტრუმენტები.

•Progress Architecture – ლითონის საფასადე სისტემები, შეკიდული ჭერი, კედლის მოპირკეთება, HVAC ცხაური და ა.შ., ასევე პროდუქტები OEM მწარმოებლებისთვის და მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისი ინდივიდუალური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, ნაქსოვი ბადეები, გაფართოებული ბადეები, შედუღებული ბადეები პროფილებით და უჟანგავი ფოლადის, გალვანური ფოლადის, ალუმინის, სპილენძის და ბრინჯაოს მრგვალი მავთულით. www.progressarch.com SMAY Ventilation System – სავენტილაციო სისტემა – ჰაერის გრილები და დიფუზორები; საჰაერო დამპერები; მაყუჩები; ჰაერის წნევის მარეგულირებლები; გარე კედლის ლუვრები; სახანძრო დამპერები; კონტროლირებადი მექანიკური ვენტილაცია; წნევის დიფერენციალური სისტემა; პარკირების უსაფრთხოების სისტემა.

•TK BATO - ლაქ-საღებავები მათ შორის სახურავებისთვის; წყალმედეგი საღებავები, რომლებიც გამოიყენება მძიმე ინდუსტრიისთვის.

ველოდებით, პოტენციურად ყველა იმ სამშენებლო კომპანიას, ფიზიკურ პირს რომელიც უბრალოდ შეიძლება დაინტერესდეს და უბრალოდ შეისყიდოს ეს პროდუქტი, რომელიც შეიძლება დავაკავშიროთ მწარმოებელთან. თუმცა, მაინც ძირითად შემთხვევაში ველოდებით სამშენებლო კომპანიებს - მსხვილი და სამშენებლო პროექტების განმხორციელებლებს, რომლებიც შეიძლება დავაინტერესოთ პოლონური პროდუქტით და რომლებიც შეიძლება პოტენციურად განიხილავდნენ პოლონურ კომპანიას, როგორც სავაჭრო პარტნიორს. ველოდებით მათ, მე-11 პავილიონშია ჩვენი სტენდი.

ვინც ჩვენ სტენდზეა წარმოდგენილი შესაძლოა, ესენი საინვესტიციო მიმართულებითაც დაინტერესებულები იყვნენ. როგორც ერთობლივი წარმოების განხილვის ნაწილში საქართველოში, ან თუნდაც ნედლეულის მიწოდების ნაწილში საქართველოდან", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები