"ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება", - ამის შესახებ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სოციალური ქსელის საშუალებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას.სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია.
ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე, საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც ისინი 13 მაისიდან სასწავლო პროცესს წყვეტდნენ ე.წ. რუსული კანონის გაპროტესტების მიზნით.