მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენახის გაშენებისას ყურძნის ისეთი ჯიში უნდა შეირჩეს, რომელზეც მოთხოვნა მაღალია - მეღვინე

ვენახი

მეღვინეობის „რტონის“ და "მელიტონის" დამფუძნებლის შეფასებით, იმისთვის რომ მევენახე ფერმერებმა ყურძნის რეალიზების პრობლემები თავიდან აიცილონ, ვენახის გაშენებისას ყურძნის ისეთი ჯიშები უნდა შეარჩიონ, რომელზეც მოთხოვნა მაღალია. ამის შესახებ გიორგი სხირტლაძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.

"როცა ახალი ვენახის გაშენება ხდება, საჭიროა ყურძნის ჯიშის მოთხოვნის მიხედვით შერჩევა. საჭიროა განისაზღვროს რა მოსავალს იძლევა და როგორ შეიძლება ამ ყურძნის რეალიზაცია, რაც ფერმერებისთვის გამოწვევაა. მევენახეებს ხშირად უდგათ ხოლმე საკითხი, თუ როგორ უნდა გაყიდონ ყურძენი. მაქსიმალურად უნდა ეცადოს ფერმერი, რომ ისეთი ყურძენი შეარჩიოს, რომელზედაც არის მოთხოვნა, ხარისხიანს მოიყვანს და სარეალიზაციო ბაზარს იპოვის“, - აცხადებს სხირტლაძე.

რაც შეეხება სუბსიდიას, მისი განმარტებით ყურძნის სუბსიდირებაა მევენახეებს ყურძნის რეალიზებაში მნიშვნელოვნად ეხმარებათ, თუმცა მეორეს მხრივ, მეღვინეებს საფრთხეს უქმნის, რომ ღვინის ხარისხი გაუფუჭდებათ. მისივე ინფორმაციით, წელს ალექსანდროული ფასი უცვლელი იქნება და წინასწარი მონაცემებით, მისი ღირებულება 7 ლარს შეადგენს.

გიორგი სხირტლაძე იმასაც აღნიშნავს, რომ წელს ნაადრევი მოსავალი მოვიდა და ყურძნის ხარისხიც მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.

„წინა წელი მევენახეობის კუთხით ძალიან ცუდ წლად ითვლებოდა, რადგან იყო დაავადებებით დახუნძლული და ვენახების 30-40% განადგურდა. წელს, შედარებით კარგი წელი იყო და ამიტომ, ითვლება, რომ მოსავალი უხვია. მაინცდამაინც სიცხეებით გამორჩეული ზაფხული არ ყოფილა, თუმცა რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ ნაადრევი მწიფობაა. თანაც, იქიდან გამომდინარე, რომ გასულ წელს არ იყო კარგი მოსავალი, წელს უკვე ვაზი შემზადებული იყო იმისათვის, რომ ყურძენი ცოტა ადრე დაამწიფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები