„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო „ვენდისგან“ წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის Golden Grill ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება „ვენდის“ ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, რეკორდულად მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიური ზრდის და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკვების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდის იმიჯის დამკვიდრებისთვის ერგო.


































