მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ – ევროპაში წარმატებული ექსპანსიის 30-წლიანი ისტორია

5fb3758bda1a5
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.20 11:13
1441
1990 წლის 30 ოქტომბერს, „ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“ ორ საუკუნოვანი საქმიანობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო - ეტაპობრივი ექსპანსია ევროპაში, განსაკუთრებით კი - მის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილზე. დღეს, ამ თარიღიდან 30 წელი გავიდა, „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 30 ქვეყანაში, 50 სადაზღვევო კომპანიაში ოპერირებს და 22 მილიონ მომხმარებელზე მეტს ემსახურება. ზრდის დაწყებიდან დღემდე პრემიის მოცულობა 10-ჯერ გაიზარდა და 10 მილიარდ ევროს აჭარბებს.

აღმოსავლეთი ევროპა, როგორც ახალი შესაძლებლობა

რკინის ფარდის დაშვებიდან ერთი წლის თავზე „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ გახდა პირველი სადაზღვევო კომპანია დასავლეთ ევროპაში, რომელიც შევიდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სადაზღვევო ბაზარზე. 1990 წლის 30 ოქტომბერს კომპანიამ (მაშინ, Wiener Städtische-ს სახელით) გადაწყვიტა, ინვესტიცია ჩაედო ახლად ჩამოყალიბებულ ჩეხურ სადაზღვევო კომპანიაში Kooperative-Tschechoslowakische Versicherungs AG". ინვესტიცია შეადგენდა 15.4 მილიონ ავსტრიულ შილინგს, დაახლოებით ერთ მილიონ ევროზე მეტს. „ჩვენი ინვესტიცია ყოფილ ჩეხოსლოვაკიის რეგიონში იყო ნაბიჯი სრულიად უცნობ ტერიტორიაზე. არავინ იცოდა, როგორ განვითარდებოდა ეკონომიკა და დემოკრატიული პროცესები ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში საზღვრების გახსნის, ანუ როგორც ეს დღესაა შეფასებული - მე-20 საუკუნის პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის უდიდესი მოვლენის შემდეგ. ამ პერიოდის დასაწყისისთანავე ჩვენ დავინახეთ დიდი შესაძლებლობა და გვჯეროდა რომ ეს რეგიონი და ჩვენი სტრატეგია გრძელვადიან პერიოდში მიგვიყვანდა ავსტრიული წარმატების ისტორიამდე“ - გვიამბობს გიუნტერ გეიერი, Wiener Städtische Versicherungsverein - გენერალური დირექტორი და „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი , რომელმაც ჯგუფის ევროპაში გაფართოების სტრატეგიის შემუშავებაში მთავარი როლი ითამაშა.

30 წელი 30 ქვეყანა

დღეს, 30 წლის შემდეგ „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 30 ქვეყანაში ოპერირებს. 18%-ანი ბაზრის წილი მას ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის წამყვან სადაზღვევო ჯგუფად აქცევს, ჯგუფის მოგებისა და პრემიის მოცულობის ნახევარზე მეტი სწორედ ამ რეგიონებშია თავმოყრილი. რეგიონის ქვეყნების 2/3-ში „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრი კომპანიები არიან ბაზრის ლიდერი ან ტოპ 5 სადაზღვევო კომპანიას შორის. „ჩვენ ასევე ლიდერები ვართ ბიზნესის სპეციფიურ მიმართულებებში ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, იტალია, ლიხტენშტეინი და ჩრდილოეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა. თუმცა ჩვენი ძირითადი ფოკუსი მიმართულია აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონისკენ, რომელსაც უდიდესი ზრდის პოტენციალი აქვს. პანდემიამ ეკონომიკური აქტივობის შენელება გამოიწვია მსოფლიოს ყველა რეგიონში. თუმცა მიმდინარე პროგნოზი გვიჩვენებს და ჩვენც ფრთხილად, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ეკონომიკური აქტივობა ავსტრიასა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში 2021 წლისთვის აღდგება“. - ამბობს ელიზაბეტ შტადლერი, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი.

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 2006 წლიდან ჯიპიაი „ ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრი, მისი წარმატების თანამონაწილე და გამოცდილების გამზიარებელია. ის არის ჩვენი საიმედო პარტნიორი, რომელიც საქართველოს სადაზღვევო ბაზარში დიდ პოტენციალს ხედავს და მხარს უჭერს მის განვითარებას. „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი გრძელვადიანი ინვესტორი და მნიშვნელოვანია, რომ გავამართლოთ ის მოლოდინები, რაც მათ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით აქვთ. იმედი მაქვს, ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს სექტორის განვითარებისთვის და საკანონმდებლო დონეზე მოხდება ცვლილებები, რომელსაც უკვე ბევრი წელია ინვესტორები ჩვენი ქვეყნისგან მოელიან. იმედი მაქვს, რომ მალე დაიძვრება ის ინიციატივები, რომლებზეც წლებია ვმუშაობთ და რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას. მაგალითად, სავალდებულო დაზღვევის მექანიზმის ამუშავება. ჯიპიაი მუდმივად გრძნობს ძლიერი პარტნიორის მხარდაჭერას და გვერდში დგომას. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში. ჩვენ შევძელით და კრიზისის მიუხედავად ყველა თანამშრომელი შევინარჩუნეთ. ასევე ძალიან დიდი წვლილი აქვს “ვენის სადაზღვევო ჯგუფს” იმაში, რომ ტექნიკურად მომზადებულები შევხვდით კრიზისს, რადგან ციფრული განვითარების გზაზე ჯგუფმა მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია. „ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ გრძელვადიანი და საინტერესო გეგმები აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, რაც ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მოლოდინები გავუმართლოთ „

სადაზღვევო ბაზრის განვითარების პოტენციალი

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საკმაოდ ფართო გეოგრაფიულ არეალშია წარმოდგენილი და ყველგან წამყვანი პოზიციები უჭირავს, ამ ბაზარს კი ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ჯგუფი ამ რეგიონში გაფართოებიდან დიდ სარგებელს მოელის.
ბაზარზე „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ შესვლის შემდეგ ეკონომიკური მაჩვენებლები, კერძოდ მთლიანი შიდა პროდუქტი, გაოთხმაგებულია სლოვაკეთში, თითქმის გასამმაგებულია პოლონეთში, უნგრეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. ავსტრიაში ერთ სულ მოსახლეზე დაზღვევაზე წლიური დანახარჯი დაახლოებით 2000 ევროა, ევროპის 15 ქვეყანაში კი - 3000 ევროსაც აღწევს. ხოლო აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი ავსტრიის წლიური მაჩვენებლის მეათედია. ეს მაჩვენებელი განსხვავდება ჯგუფი შემავალი კომპანიების მიხედვით, თუ ჩეხეთში ეს რიცხვი წელიწადში 600 ევროა, უკრაინაში მაგალითად 40 ევროა. საქართველოში კი 50 ევრო, - აცხადებს ელიზაბეტ შტადლერი და მიუთითებს, რომ დაზღვევის ბაზარს ამ ქვეყნებში კვლავ აქვს ზრდის დიდი პოტენციალი. ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები არის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ 5 ყველაზე დიდი ბაზარი, რომელშიც ამჟამად გენერირდება ჯგუფის საერთო პრემიის 80%. 1989 წელს, სანამ ჯგუფი ევროპაში გაფართოებას დაიწყებდა მისი პრემიის მოცულობა 1 მილიარდი ევრო იყო. 2019 წლის ბოლოს კი „ვენის სადაღვევო ჯგუფი“ გახდა პირველი ავსტრიული სადაზღვევო ჯგუფი, რომელმაც პრემიის მოცულობით 10 მილიარდ ევროს ნიშნულს გადააბიჯა და 10.4 მილიარდ ევროს მიაღწია.

ჩვენი უნიკალური მრავალფეროვნება

მრავალფეროვნება გამოარჩევს „ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ ორი მნიშვნელოვანი ნიშნით სხვა სადაზღვევო ჯგუფებისგან : ეს არის ადგილობრივი მულტიბრენდული სტრატეგია და ადგილობრივი მეწარმეობა. ერთი მხრივ ეს განსაზღვრავს ჯგუფის მრავალფეროვნებას და მეორე მხრივ წვლილი შეაქვს რისკების დივერსიფიკაციაში. ადგილობრივი გადაწყვეტილებები მიიღება ადგილობრივი მენეჯმენტის მიერ, ხოლო სტრატეგიული ხედვები ხორციელდება ერთად ჯგუფის მასშტაბით. პანდემიის დროს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, რომ მრავალფეროვნება „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა.“ჩვენი ბიზნეს მოდელი რომ სწორია , მისი მრავალფეროვანი ქვეყნების, ბრენდების, სადისტრიბუციო არხებისა და პროდუქტების მიხედვით, რთულ, კრიტიკულ პერიოდებში დაამტკიცდა . ეს საშუალებას გვაძლევს სათანადოდ გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები და გავაანალიზოთ ჩვენი გრძელვადიანი ზრდის ამბიცია.“ -აცხადებს ელიზაბეტ შტადლერი.

ჩვენ მოვდივართ, რომ დავრჩეთ

„ვენის სადაზრვევო ჯგუფის“ მდგრადი და გრძელვადიანი ბიზნეს მიზნები არის ჯგუფის 30 წლიანი გაფართოების სტრატეგიის წარმატების ეთ-ერთი მიზეზი. „ არა მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი რომ გეკავოს წამყვანი პოზიციები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევრიპაში, არამედ ისიც რომ შეინარჩუნო ეს პოზიციები კრიზისის დროს. გრძელვადიანი და მდგრადი დაგეგმვა ჩვენი ფუნდამენტური მახასიათებელია, ამ წლების განმავლობაში ყველა ახალ ქვეყანასა თუ ბაზარზე გრძელვადიანი პერქპექტივით შევდიოდით. ჩვენი დევიზია : ჩვენ მოვდივართ, რომ დავრჩეთ. გრძელვადიან სტრატეგიას ვუყურებთ, როგორც ჩვენი სტაბილური ზრდის მთავარ ფაქტორს და ეს არის ჩვენი საფუძველი, რომლის დახმარებითაც ჩვენი პარტნიორები დაუფიქრებლად გვენდობიან. სანდო პარტნიორები ვართ. ამის დამამტკიცებელი საბუთია ისიც, რომ „კოოპერატივა“ პირველი ბრენდი ავსტრიის გარეთ კვლავ არსებობს ჩეხეთსა და სლოვაკეთში.

მომავალთან თანხვედრა

„ვენის სადაზღვევო ვჯუფის“ მიზანია, შეინარჩუნოს და განამტკიცოს წამყვანი პოზიციები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში . აიტომაც, ბევრი ღონისძიება ხორციელდება, რათა მომავალთან სრულ თანხვედრაში ვიყოთ. ციფრული ტრანსფორმაცია არის მომავლის მთავარი ფოკუსი, რის გამოც 2017 წლიდან დაახლოებით 200 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო მენეჯმენტ პროგრამაში, რომელსაც „2020 წლის მიზნები“ ერქვა. ელიზაბეტ შტადლერი: პანდემიისგან მიღებულმა შედეგებმა დააჩქარა გაციფრულებისა და ავტომატიზაციის პროცესები. ეს ეხება, როგორც ავსტრიის, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის კომპანიებს. ციფრული ტრანსფორმაცია იყო ჩვენი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება წლების განმავლობაში და დიდი გამოცდილება დავაგროვეთ ჯგუფის წევრ სადაზღვევო კომპანიებში.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ გაფართოების საფეხურები

1990 გერმანია, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა
1996 უნგრეთი
1998 პოლონეთი
1999 ლიხტენშტეინი, ხორვატია, იტალია
2001 რუმინეთი
2002 ბულგარეტი, ბელარუსი
2003 სერბეთი
2004 სლოვენია, უკრაინა
2005 საქართველო
2007 თურქეთი, ალბანეთი, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია
2008 ესტონეთ, ლიტვა, ლატვია
2010 მონტენეგრო
2011 ბოსნია ჰერცოგოვინა
2014 მოლდოვა
2018 საფრანგეთი
2019 ნორვეგია, შვედეთი, დანია,

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ არის წამყვანი სადაზღვევო ჯგუფი ავსტრიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. 30 ქვეყნის 50 – მდე სადაზღვევო კომპანია ქმნის ჯგუფს, რომელსაც აქვს დიდი ხნის ტრადიცია, ძლიერი ბრენდები და მჭიდრო ურთიერთობა მომხმარებლებთან. 25 000 თანამშრომელზე მეტი ზრუნავს 22 მილიონი მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზე. VIG- ის წილი გალისტულია ვენის საფონდო ბირჟაზე 1994 წლიდან A+ რაიტინგში. ეს არის საუკეთესო რეიტინგი ყველა კომპაიისათვის. ვენის სადაზღვევო ჯგუფს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ერსტე ჯგუფთან, უდიდეს საცალო ბანკთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები