ეროვნულ ბანკს არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს. "მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემ თანამდებობას", - წერის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი Facebook-ზე.
როგორც BMG-ის არჩილ მესტვირიშვილმა უთხრა, მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაა.
"რა თქმა უნდა ეს არის. ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები", - თქვა მან.
კითხვაზე, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ნათია თურნავასთან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, მესტვირიშვილი პასუხობს: "არ იყო ვალდებული ვინმესთან შეეთანხმებინა. თბილისში არ ვარ და ჩემთან არ ყოფილა გავლილი და არც ვალდებულება ჰქონია",- ამბობს მესტვირიშვილი.
ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გამონაკლისი დაიშვა საქართველოს სანქცირებული მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილების შემდეგ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვა მოეხსნება.