მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერ ვიქნები ლოიალური ამ კატასტროფული შედეგის გამომწვევი პოლიტიკოსების მიმართ - დავით იაკობიძე

დავით იაკობიძე

1991-1995 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის დავით იაკობიძე აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმის შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ახლა, როდესაც თითქმის 31 წელი გავიდა ამ ხელშეკრულების დადებიდან, ამერიკის მხარე აჩერებს მის სტრატეგიულ ფორმატს. ძალიან ვწუხვარ ამ გარემოებას და ვერ ვიქნები ლოიალური ამ კატასტროფული შედეგის გამომწვევი პოლიტიკოსების მიმართ“, - წერს ყოფილი მინისტრი.

დავით იაკობიძის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:

1994 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს პირველი დელეგაცია იმყოფებოდა ამერიკის შეერტებულ შტატებში. მზადდებოდა ჩვენი პრეზიდენტის ედვარდ შევარდნაძის სამდღიანი (15,16,17 მარტი) ვიზიტი თეთრ სახლში. სწორედ მაშინ მოეწერა ხელი ამერიკა საქართველოს სამოკავშირეო ხელსეკრულებას ხელი.

ამ სამოკავშირეო სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას დიდხანს ამზადებდნენ ჩვენი დიპლომატები. ედუარდ შევარდნაძე მკაცრად აკონტროლებდა პროცესს და ყველა ნიუანსს, ყველა დეტალს ყურადღებით განიხილავდა.

ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებულ თემატიკაზე მუშაობდა საქართველოს მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება. საორგანიზაციო საქმიანობს უძღვებოდა ალექსანდრე ჩიკვაიძე, გელა ჩარკვიანი, თემო სტეპანოვი და სხვები.

დელეგაციას, რომელიც ჩვენი პრეზიდენტის ვიზიტს ამზადებდა, ირაკლი მენაღარიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ჩვენს ელჩთან აშშ-ში, პეტრე ჩხეიძესთან ერთად კოორდინაციას უწევდა მრავალრიცხოვანი დელეგაციის ცალკეული წევრის საქმიანობას. ხელშეკრულების ტექსტზე, რომელსაც ათანხმებდნენ ამერიკული გოვერმენტის ცალკეულ სტრუქტურებთან პასუხისმგებლობას იღებდნენ თედო ჯაფარიძე თავისი პატარა გუნდით, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ გიგა მახარაძე და არჩილ გეგეშიძე.

პრეზიდენტ კლინტონსა და შევარდნაძეს შორის მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდა და მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, საქართველოს სხვა სსრკ-ის დაშლის შედეგად წარმოქმნილ სახელმწიფოთა შორის, პირველს მოუწერა ხელი აშშ-მა სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ასეთი სანდო და თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბების მთავარ მიზეზად პიროვნული ფაქტორი მიგვაჩნდა. ედუარდ შევარდნაძის უდიდესი პოლიტიკური ავტორიტეტი და ბატონი ჯონ შალიკაშვილის დაინტერესებულობაც მხედველობაშია მისაღები.

ჩვენი დელეგაციის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იქ გახლდით, ნოდარ ჯავახიშვილთან და გიზო გელეიშვილთან ერთად მსოფლიოს ბანკთან და მსოფლიო მონეტარულ ბანკთან მოლაპარაკებეში ვმონაწილეობდი.

ახლა, როდესაც თითქმის 31 წელი გავიდა ამ ხელშეკრულების დადებიდან, ამერიკის მხარე აჩერებს მის სტრატეგიულ ფორმატს. ძალიან ვწუხარ ამ გარემოებას და ვერ ვიქნები ლოიალური ამ კატასტროფული შედეგის გამომწვევი პოლიტიკოსების მიმართ.

ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მცველი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი უარს ამბობს ჩვენთან თანამშრომლობის მიმდინარე მეგობრულ ფორმატზე. როგორ, რა სინდისით მოვიწონო ამ უბედურების გამომწვევი ადამიანების საქმიანობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები