მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ნულოვან გავლენას ახდენს თუნდაც საელჩოზე - ისრაელის ელჩი

ისრაელის საელჩო

საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი საელჩოს შესაძლებლობებზე საქართველოში სხვადასხვა პროგრამების განხორციელება გააგრძელოს, გავლენას ახდენს. ის ასევე აღნიშნავს, რომ თავის მხრივ პროექტებს დრამატულად ცვლის ისრაელში მიმდინარე ომი. ამის ისრაელელმა დიპლომატმა BMG tv-ის გადაცემა „მსოფლიო როგორც ასეთი ალექსი პეტრიაშვილთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის ავტორმა და წამყვანმა რეგიონში მიმდინარე პროცესების შეფასების შემდეგ, ჰადას მეიცადი საქართველო-ისრაელის ურთიერთობების პერსპექტივებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ჰკითხა, რომლის განხორციელებასაც ისრაელი საქართველოში გეგმავს, რაზედაც საქართველოში ისრაელის ელჩმა უპასუხა:

„ურთიერთობები მზარდია და ბევრად უფრო განვითარებადია. საქართველოში ისრაელის საელჩოს გახსნიდან 32-ე წლისთავი შესრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ: ინოვაციური მიდგომები არსებობს, ისრაელელი ლექტორები ჩამოდიან საქართველოში ქართველი სტუდენტებისთვის, გვაქვს სოფლის მხარდამჭერი პროექტები, ბევრი სხვა რამ არის, რის გაკეთებასაც ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ნულოვან გავლენას ახდენს თუნდაც საელჩოზე, ან საელჩოს შესაძლებლობაზე, რომ სხვადასხვა პროგრამების განხორციელება გააგრძელოს, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ისრაელში ომი, დრამატული შემცვლელია პროექტების, რაც იქნებოდა მაგალითად 2020 წელს. X რაოდენობის გეგმა შეიძლება გვქონოდა, მაგრამ ომმა ყველაფერი შეცვალა. ცხადია, ვაგრძელებთ თანამშრომლობას ქვეყანასთან, ხალხთან, ორივეს სასარგებლოდ.

თუ ისრაელიდან ტურისტების რაოდენობას შევხედავთ, შევძლებთ გავიგოთ რამდენად ღირებულია, რამდენად უყვართ საქართველო, ქართველი ხალხი, საკვები, ტურისტული ლოკაციები...“.

ცნობისთვის, 2024 წელს საქართველოში შესრულებული ტურისტული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში ისრაელი მეოთხე ადგილს იკავებს. მას რუსეთი, თურქეთი და სომხეთი უსწრებენ. გასულ წელს ისრაელიდან საქართველოში 310 982 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 43.3%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები