მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერ ვხედავთ საქართველოს დახმარების სხვა გზას, გარდა ახალი არჩევნებისა - ევროპარლამენტარი

რასა იუკნვიჩიანე

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოში არჩევნების გაყალბებასა და დემონსტრანტებზე ძალადობაში ჩართული პირების სანქციებისკენ მოუწოდებს. მან ამის შესახებ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოზე დებატები გაიმართა.

მისივე თქმით, გამოსავალს ახალი არჩევნები წარმოადგენს, იქამდე კი სალომე ზურაბიშვილი რჩება ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

"საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საქართველოს ლიდერი, ახლა გზაშია სტრასბურგისკენ, რომ ჩვენ მოგვმართოს, ევროკავშირის დემოკრატიის გულში.

არის რაიმე იმედი? ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა საქართველოს შესახებ ჩემთვის ლიეტუვაში. კი, არის. გასულ კვირას, როდესაც ვიყავი თბილისში, ვნახე იმედიანი ხალხი, ევროკავშირის დროშებით. ისინი ამ დროშებს აღმართავენ არა მხოლოდ დედაქალაქში, მთელს ქვეყანაში, პატარა სოფლების ჩათვლით. 500 დააკავეს, ასობით სცემეს, აწამეს, ჟურნალისტების ჩათვლით, მაგრამ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადის დემონსტრაციებზე. საქართველო ხდება სამაგალითო შემთხვევა, თუ როგორც შეუძლია რუსულ გავლენას გადააქციოს დემოკრატიული სისტემა ავტორიტეტულ რეჟიმად გასროლის გარეშე, მაგრამ საქართველო ევროკავშირის კანდიდატია, მაშასადამე ევროკავშირის ინსტიტუტები არ შეიძლება დარჩეს უკან.

ჩემი ჯგუფის, EPP-ს პოზიცია ნათელია, საპარლამენტო არჩევნები მოპარული იყო, ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს დახმარების სხვა გზას, გარდა ახალი არჩევნებისა, სალომე ზურაბიშვილი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ერთადერთი პრეზიდენტია, სანამ არ გაიმართება ახალი არჩევნები. მოვუწოდებთ წევრ ქვეყნებს, დააწესონ სანქციები პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გაყალბებულ არჩევნებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები