მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერავინ დააიგნორებს ქართველი ხალხის სურვილს და ნებას" - ეკა სირაძე ტრამპის ადმინისტრაციაზე

ელჩი

ეკა სირაძე-დელონე, საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, განმარტავს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ორპარტიული მხარდაჭერა და არ არის მოსალოდნელი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამ მიდგომებს შეიცვლის.

"მოგეხსენებათ, აშშ-ში, მიუხედავად იმისა, იცვლება თუ არა პრეზიდენტი და პოლიტიკური სპექტრი, როგორც წესი, არ იცვლება ადმინისტრაცია და იშვიათია, რომ რადიკალურად განსხვავებული მიდგომები ჰქონდეთ, მით უმეტეს, საქართველოს მიმართ, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს ხოლმე.

საინტერესო იქნება ტრამპის მოსვლა, მაგრამ არ მგონია, რომ მის დღის წესრიგში საქართველო პირველ ადგილზეა, ამ შემთხვევაში სირია, ახლო აღმოსავლეთი და უკრაინა ნამდვილად დაძლევს წონით და მნიშვნელობით და ჩვენ შეიძლება გვერდითი ეფექტი შეგვეხოს", - აღნიშნავს ყოფილი დიპლომატი.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომელიმე ქვეყნის ლიდერი იმ ხალხის წინააღმდეგ წავიდეს, ვისაც ქვეყნის გარედან ესაუბრება. ეკა სირაძე-დელონე აღნიშნავს, რომ, მიუხედავად "ქართული ოცნების" წარმოდგენისა, ქართველი ხალხის ნებას ვერავინ დააიგნორებს.

"რთულად წარმომდგენია და არ მახსენდება ისტორიაში არც ერთი შემთხვევა, ხალხის წინააღმდეგ წასულიყო საერთაშორისო ლიდერი, რომელიც გარედან ესაუბრება ამ კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებას. არ წარმომდგენია, რომ ტრამპმა დაურეკოს ივანიშვილს და უთხრას, რომ შენ სწორად იქცევი და 300 000 ადამიანი, რომელიც გარეთ დგას და ხელახალ და თავისუფალ არჩევნებს ითხოვს, ყველა მტყუანია - ისტორიაში ასეთი შემთხვევა ვერსად მოვიძიე და ეჭვი მაქვს, რომ არ მოხდება ასეთი რამ. ვერავინ ვერ დააიგნორებს ქართველი ხალხის სურვილს და ნებას, და სამწუხაროდ, ჩვენს ე.წ. ხელისუფლებას ჰგონია, რომ რადგან თვითონ არ უსმენენ ხალხს, სხვაც არ უსმენთ მათ", - ამბობს ეკა სირაძე-დელონე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები