მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერცხლის რეალიზაცია პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება - საიუველირო კომპანია

61de6a5358ace
თათია კაკიაშვილი
13.01.22 00:13
2210
„პანდემიამდელ ნიშნულამდე ბევრი არ გვაკლია“, - ამის შესახებ bm.ge-ის საიუველირო კომპანია “ირმა სილვერის” დირექტორმა ირმა საბაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დეკემბერ-იანვარში ვერცხლის სამკაულები და ნაკეთებობი მომხმარებელში გაზრდილი მოთხოვნით სარგებლობს. საბაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2021 წლის ბოლოს და ახალი წლის დასაწყისში, ვერცხლის სამკაულები სტაბილურად იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერცხლის რეალიზაცია კორონავირუსამდელ პერიოდს უახლოვდება.

„წელს ვერცხლის გაყიდვები ზოგადად კარგი იყო, ნამდვილად არ ვუჩივი. საბითუმო გაყიდვების მიმართულებით მხოლოდ დეკემბერში არა, ზოგადად, მთელი წლის განმავლობაში კარგად ვმუშაობთ ხოლმე. პანდემიის დაწყების შემდეგ, რა თქმა უნდა, რყევები იყო, საწყის ეტაპზე ვერცხლის ფასმა კატასტროფულად მოიმატა, მაგრამ ამჟამად ღირებულება დასტაბილურდა. ასე რომ, პანდემიამდელ ნიშნულამდე ბევრი არ გვაკლია, სულ ცოტაც და თითქმის დავეწევით იმ ეტაპს“, - განაცხადა საიუველირო კომპანია “ირმა სილვერის” დირექტორმა ირმა საბაშვილმა.

ოქროსა და ვერცხლის სამკაულების რეალიზაციისთვის, დეკემბერი-იანვრის შემდეგ, გამორჩეული პერიოდი, დღესასწაულების სიუხვიდან გამომდინარე, გაზაფხულია. სწორედ ამიტომ ახლა ოქრო-ვერცხლის ბიზნესში ჩართული მეწარმეები შემდეგ ფსონს მარტზე დებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები