ბოლო პერიოდში ოქროზე ფასის შემცირების კვალდაკვალ ფასმა დაიკლო ვერცხლზეც, თუმცა ძვირფასი ლითონი გლობალურ ბირჟაზე ბოლო ერთ წელში თითქმის 145%-ით არის გაძვირებული, ბოლო ერთ თვეში კი ვერცხლზე ფასი 15%-ით გაიზარდა. ამჟამად ბირჟაზე ვერცხლის შესასყიდი ფასი 80 დოლარის ფარგლებშია.
საერთაშორისო ბაზრის ტენდენციების კვალდაკვალ ძვირფასი ლითონი გაძვირდა საქართველოშიც. 1 გრამის საბითუმო შესასყიდი ფასი 11 ლარი, საცალო ღირებულებით კი 15-20 ლარის ფარგლებშია.
“1 გრამის ფასი იყო 7,5 ლარი და უცებ გახდა 10 ლარი, მერე გახდა 15 ლარი. ძალიან ცუდად მოქმედებს ეს საბითუმო მომხმარებლებზე. 1 თვეა რაც დაიწია ფასებმა, პატარა რყევები არის, მაგრამ იმედია არსებული ფასი შენარჩუნდება. ამჟამად 1 გრამის შესასყიდი საბითუმო ფასი 11 ლარი გახდა”,-აცხადებს ირმა საბაშვილი, Irma Silver-ის დამფუძნებელი, დირექტორი.
აღსანიშნია, რომ ვერცხლთან ერთად ფასი გაზრდილია ოქროზეც. ბოლო ერთ წელიწადში ოქრომ ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა. დღეს გლობალურად ძვირფასი ლითონის ფასი მის პიკურ 5 600 დოლარიან ნიშნულს ქვემოთაა, თუმცა ბოლო ერთ წელიწადში ოქრო თითქმის 44%-ით არის გაძვირებული. ამ ეტაპზე უცნია მეტალი 4 800 დოლარად ივაჭრება, რაც ბოლო ერთთვიან პერიოდში 8%-ზე მეტად გაზრდილი ფასია.
გლობალურ ტრენდს მიყვება ქართული ბაზარიც. თბილისის ოქროს ბირჟაზე ბოლო თვეებში ფასი ძვირფას ლითონზე შემცირდა, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. 1 გრამი ოქროს ღირებულება 300 ლარიდან იწყება და ნაკეთობის გათვალისწინებით 370 ლარამდე მატულობს. მაღალი სინჯის, ბაჯაღლოს 1 გრამის ღირებულება კი 420 ლარს აჭარბებს.




























