მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Vetements ახალგაზრდა დიზაინერებისთვის სტიპენდიებს აწესებს და უფასო კურსების ჩატარებას იწყებს

5dc4153952f71
მიხეილ ხაჩიძე
07.11.19 17:40
1254

ციურიხში დაფუძნებული მოდის სახლი Vetements-ის ახალგაზრდა დიზაინერების წახალისებასა და ხელშეწყობას იწყებს. როგორც ცნობილი ბრენდის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ გვასალიამ Women Wear Daily -სთან საუბარში განაცხადა, აპირებს შექმნას ახალი პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერ თაობას გაერთიანებს.



კერძოდ კი, გვასალიას ციურიხში Vetements-ის სათავო ოფისში Co-Working-Spaces-ის (საერთო სამუშაო სივრცის) დაფუძნება სურს, სადაც მას და მის გუნდს შეუძლიათ მოდის შესახებ სემინარები, ტრენინგები და მოლაპარაკებები აწარმოონ. დამწყებ დიზაინერებს მოდის ინდუსტრია გააცნონ და დიზაინის კურსები შესთავაზონ. ამას გარდა, გაიცემა სტიპენდიებიც.

როგორც გურამ გვასალია ამბობს, იდეის მიზანია, ახალგაზრდებს რეალიზების შანსი მისცენ.  ”გვსურს, ხელი შევუწყოთ დამწყები დიზაინერების ნიჭიერებას და მივცეთ მათ საშუალება შექმნან რაიმე ახალი”, - აღნიშნა მან.



გურამ გვასალიას Vetements-თან დაკავშირებით სხვა დიდი გეგმებიც აქვს. როგორც ის აცხადებს, Ready-to-wear-ბიზნესის წამოწყებაც აქტიურად განიხილება.

შეგახსენებთ, რომ Vetements-ის თანადამფუძნებელი გურამ გვასალიას ძმა დემნა გვასალიაა, თუმცა დიზაინერმა 2019 წლის სექტემბერში სამოდელო სახლის დატოვების შესახებ განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები