მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეტერინართა სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში ქირურგიული პროტოკოლი შემუშავდება - სეს

ვეტერინარი

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინართა სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში ქირურგიული პროტოკოლი შემუშავდება.

სააგენტოში ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა სასერტიფიკაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრებმა 2030 წლიდან სერტიფიკატის გაცემის წესსა და კრედიტ-ქულების სისტემაზე, სხვა პროცედურულ საკითხებსა და პრაქტიკოსი ვეტერინარებისათვის ქირურგიული პროტოკოლის შემუშავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

საბჭოს წევრების შეფასებით, ქირურგიული პროტოკოლის შემუშავება ხელს შეუწყობს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას, პროფესიული სტანდარტების ამაღლებას და ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვას. ახალი რეგულაციის მიხედვით, პრაქტიკოსი ვეტერინარები ვალდებული იქნებიან ქირურგიული მანიპულაციების ჩატარებამდე დაიცვან პროტოკოლით განსაზღვრული პროცედურები.

ქირურგიულ პროტოკოლს სპეციალური კომისია შეიმუშავებს, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე კერძო ვეტერინარების წარმომადგენლებისგან და სასერტიფიკაციო საბჭო დაამტკიცებს.

საქართველოს მთავრობის №288 დადგენილებით, ვეტერინარის საქმიანობა 2026 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აკრძალულია. ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება 2026 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები