მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეტოს თუ დაძლევენ, ძალიან ბევრი [ბიზნესი] მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პროექტები შეაჩეროს - სიფა

დავით კიკალეიშვილი

ხვალ, თუ პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, ბევრი ინვესტორი მიიღებს პროექტების შეჩერების გადაწყვეტილებას - ამის შესახებ დავით კიკალეიშვილმა, „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე რამდენიმე ინვესტორმა შეაჩერა პროექტები და ახლა ბიზნესი მოლოდინის რეჟიმშია.

" ზოგადად, იურიდიული მომსახურების ბიზნესი არის ყველაზე თვალსაჩინო ლაკმუსის ქაღალდი იმისა, თუ რა რეაგირება შეიძლება ჰქონდეს ბიზნესს ამ მოვლენებზე. რა თქმა უნდა ნებისმიერი ბიზნესი ძალიან ფრთხილია, მაშინაც კი, როცა არც თუ ისე საშიში და სახიფათო მოვლენებია და დღეს, როცა სარისკო სიტუაციაში ვართ ჩვენი ყველა კლიენტი ძალიან დაკვირვებით უყურებს ამ გარემოებებს. თავშეკავებულად აკვირდებიან თუ რა შედეგი გვექნება. ვეტოს თუ დაძლევენ, ძალიან ბევრი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ გარკვეული პროექტები შეაჩერონ, დააკვირდნენ... აუცილებლად შეეტყობა ბაზარს, მოქალაქეებს, ზოგადად ყველაფერს. ამას ჩვენ უკვე ვგრძნობთ, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ. ბიზნესის განხორციელების მომსახურების ნაწილი ვართ.

რა თქმა უნდა, ალბათ ნაკლებად საინტერესოა კონკრეტული ინდივიდების სანქცირება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიქნებით სახელმწიფო, რომლის ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან სანქცირებული. ნებისმიერი ინვესტორი რომელიც შემოდის, აკეთებს ბაზრის კვლევას და აუცილებლად ამ პორტფოლიოში იქნება ის მომენტი, რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი არის დასანქცირებული.

სამწუხაროდ, რამდენიმე პროექტი უკვე შეჩერებულია და მინდა, ეს სიტყვა შეჩერებული იყოს ოპტიმისტური და გაგრძელება მოჰყვეს. ახლა, ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან", - განაცხადა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები