UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს.
ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე.
მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. ამას თავისუფლება არ ჰქვია.
ჩვენ გვინდა უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან ეს ყველა მოქალაქისთვის შესაძლებლობებისა და პროგრესის მომავალია.
ერთად უნდა ვიბრძოლოთ დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსთვის!