კავკასიის უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობებს, ინიციატივებს თუ კანონებს. ამის შესახებ უნივერსიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მიმდინარე მოვლენებს ეხება.
კავკასიის უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ მტკიცედ დგანან ევროინტეგრაციისადმი ერთგულებაში.
"ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო,
პოზიცია უცვლელია - ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა და ეს არაა ახალი არავისთვის, ვისაც მცირედით მაინც ჰქონია კავკასიის უნივერსიტეტთან შეხება.
უნივერსიტეტი ყოველთვის იქაა, სადაც ხართ თქვენ. ეს კავშირი მუდმივია, რადგან თქვენ ქმნით კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიას.
კავკასიის უნივერსიტეტი მტკიცედ დგას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ერთგულებაში და ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობებს, ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს", - წერია მიმართვაში.