მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვეწინააღმდეგებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას"

სს
15.04.24 19:13
446

საქართველოს უნივერსიტეტის "რუსულ კანონთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში წერია, უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას.

"ჩვენ ვიზიარებთ ლიბერალურ-ჰუმანურ ღირებულებებს და საკუთარ მისიად მიგვაჩნია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა, ამ პროცესში აქტიური თანამონაწილეობით.

ჩვენი ღირებულებებიდან გამომდინარე, ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ის პრინციპები, რომლებითაც დღევანდელი რუსეთი იმართება. შესაბამისად, სრულიად ვემიჯნებით საკუთარ ქვეყანაში იმგვარი ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, რაც შესაძლოა რუსულ რეჟიმთან გვაახლოებდეს.

ისტორიულად, ყოველთვის, როცა საქართველო აღწევდა დამოუკიდებლობას, ის მიისწრაფოდა ევროპულ ქვეყნებთან კოალიციისკენ. ასე იყო, როგორც ანტიკურ, ისე შუასაუკუნეებსა თუ თანამედროვე ეპოქებშიც.

გაერთიანებულნი იმ სულისკვეთებით, რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია, ვგმობთ, სახელმწიფოს მხრიდან იმგვარ ქმედებას, რაც შესაძლოა დაბრკოლებად იქცეს ამ მიზნის მიღწევის გზაზე. აქედან გამომდინარე, სრულიად ვეწინააღმდეგებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას. მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, არის ჩვენი თაობის უმთავრესი მიზანი ისტორიის მოცემულ ეტაპზე, ვალდებულება მომავლის წინაშე", - წერია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები