მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზარი ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდება“ - ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე არარეცეპტულ მედიკამენტებზე, რომელიც შეიძლება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ან ვიტამინებს შეიცავდეს ფასები იზრდება, თუმცა სამინისტროს ამაზე რეაგირება მკაცრი იქნება. ამის შესახებ მან უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა,კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა. ასევე, იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი გავრცელებული არ იყო, ფასების მკვეთრი ზრდა-მსგავსი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული.

სამწუხაროდ, დამატებით ტენდენციაა, როდესაც ისეთი მედიკამენტების, რომლებიც რეცეპტული არ არის და შეიძლება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ან ვიტამინებს ეხებოდეს, ფასებიც იზრდება და რეცეპტებში ამას ხელოვნურად წერენ. თუმცა ამაზეც ყოველთვის გვექნება მკაცრი რეაგირება. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად თავიდან იქნება აცილებული“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რატომ დაჯარიმდნენ ფარმაცევტული კომპანიები 53 მილიონი ლარით? - განმარტება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები