მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვფიქრობ, ფქვილის იმპორტზე ამოქმედებული გადასახადი უნდა გაგრძელდეს” - სილაგავა

ფქვილის იმპორტზე ამოქმედებული გადასახადის მექანიზმი ვფიქრობ უნდა გაგრძელდეს- ამის შესახებ მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ bm.ge-სთან განაცხადა. როგორც სილაგავა ამბობს, გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ფქვილის იმპორტზე გადასახადი ამოქმედდა, დადებითი ეფექტი მოუტანა დარგს. გაიზარდა ხორბლის იმპორტი, ამუშავდნენ წისქვილკომბინატები, ფქვილის იმპორტი კი შემცირდა. დგას თუ არა დღის წესრიგში აღნიშნული გადასახადის მოქმედების ვადის გაგრძელების საჭიროება და რა გეგმა აქვს ამ და სოფლის მეურნეობის სხვა სტრატეგიულ სექტორებთან მიმართებით სამინისტროს?