მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, იმ მნიშვნელოვან ნიშას შეავსებს, რომელიც ეკონომიკას სჭირდება - ბაკურაძე განვითარების ბანკზე

არჩილ ბაკურაძე

მიკრობანკ “კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, არჩილ ბაკურაძის შეფასებით, მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკის განვითარების ბანკი ბაზარზე იმ ნიშას შეავსებს, რომელიც სჭირდება ქვეყნის ეკონომიკას.

როგორც ბაკურაძემ BMG‑ის კითხვის პასუხად განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი შეფასების გაკეთება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ახალი ორგანიზაციის მანდატთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი, თუმცა ის ვარაუდობს, რომ უწყება არსებული კომერციული ბანკების კონკურენტი არ იქნება.

“ბოლო 10 წელი რომ ავიღოთ მაგალითად სახელმწიფო საკმაოდ სერიოზულად უწყობდა ხელს ეკონომიკის განვითარებას სხვადასხვა ინსტრუმენტებით. თუ ახლა ეს ყველაფერი მოიყრის თავს სახელმწიფო ბანკის ფორმით, არ მგონია, რომ რაიმე ცუდი იყოს ამაში. ვფიქრობ, მრავალფეროვნება ამ ბაზარზე, ამ შემთხვევაში სხვადასხვა ბანკის, სხვადასხვა კაპიტალის ქონა, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარება [ეკონომიკას]. ველით სიახლეებს, როგორი იქნება ამ სახელმწიფო ბანკის პარამეტრები, მანდატი, ფორმა. თუმცა, ჩემი აზრით, ალბათ ძირში იქნება ის, რაც აქამდე მუშაობდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი არის – „აწარმოე საქართველოს“ პროგრამები ვიცით, რომ ძალიან მაღალი ხარისხისაა და ძალიან დიდ ეკონომიკურ შედეგს იძლევა როგორც ქვეყნისთვის, ასევე ბენეფიციარებისთვის და თუ ეს მოიყრის [ერთად თავს] და ბანკის სახეს მიიღებს, მე ვფიქრობ, ეს ნორმალურია და მისასალმებელია.

არ გვგონია, რომ ჩვენთვის [განვითარების ბანკი] კონკურენტი გახდეს, იმიტომ რომ კერძო სექტორს ყოველთვის აქვს თავისი ადგილი. ძალიან ძლიერი სექტორი არის და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბანკი არ გაუწევს პირდაპირ კონკურენციას კომერციულ ბანკებს. ჩემი აზრით, მაგრამ ის შეავსებს იმ მნიშვნელოვან ნიშას, რომელიც სჭირდება ქვეყნის ეკონომიკას, ჯერ დაველოდოთ, როგორი მანდატი იქნება, შეგვიძლია რაღაც სპეკულაციები გავაკეთოთ, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ყველა ეტაპზე, როცა ხდებოდა ხოლმე სახელმწიფოს მეტი ჩარევის გამოცხადება ეკონომიკაში და ბიზნეს სექტორში, მაშინ ყოველთვის იყო ხოლმე შიშები, რომ ეს რაღაცნაირად შეავიწროებდა კომერციულ კაპიტალს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ საბანკო სექტორში განვითარების მეტი არაფერი მოუტანია ამას. ასე რომ, აქაც, ჩემი აზრით, კარგი კონკურენცია და სახელმწიფოს ხელი, მე ვფიქრობ, დაეხმარება ზოგადად სექტორის მდგრადობას, განვითარებას და, რაც მთავარია, იმას, რომ სექტორი იყოს სარგებლის მომტანი ქვეყნისთვის“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ საქართველოს განვითარების ფონდი და "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო ბანკის სახით გააერთიანოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკის განვითარების ბანკი კლასიკური ბანკი არ იქნება, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები