მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს განვითარების ფონდი და "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო ბანკის სახით გაერთიანდება - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს განვითარების ფონდი და "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო ბანკის სახით გაერთიანდება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მთავრობა "საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფილი "საპარტნიორო ფონდი") ლიკვიდაციას გეგმავს. სწორედ ამ საკითხზე კომენტირებისას განმარტა ირაკლი კობახიძემ, რომ საუბარია უწყებების გაერთიანებაზე.

"რეალურად შერწყმაზეა საუბარი. რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო.

საუბარი განვითარების ფონდზე, რომელიც "აწარმოე საქართველოსთან" ერთად გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. ეს კლასიკური ბანკი არაა, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი",- ამბობს კობახიძე.

ის ამ ცვლილებების საჭიროებას ოპტიმალური მართვით ხსნის.

"როდესაც მსგავსი ტიპის ფუნქციებია სხვადასხვა ინსტიტუტებზე გადანაწილებული, უმჯობესია, რომ ერთიანი ხაზით იყოს მართული",- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

BMG შესაბამის უწყებებთან ეცდება საკითხზე დამატებითი დეტალების გარკვევას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები