აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელ რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის ჩანაწერს ეხმაურება.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებს უთხრა, ინტერნეტში გავრცელებული ჩანაწერის დეტალები არ იცის, თუმცა ფიქრობს, რომ ქართველების უმრავლესობას რუსეთთან დაახლოება არ სურს.
“ამ ჩანაწერის დეტალები არ ვიცი, რადგან კახეთში ვარ. შემიძლია ვთქვა ის, რომ ვფიქრობ ამ ეტაპზე ქართველების უმრავლესობა რუსეთთან დაახლოებით დაინტერესებული არ არის. რადგან რუსეთი განაგრძობს თქვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. ასევე სასტიკ თავდასხმებს ახორციელებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე [სკოლებზე, საავადმყოფოებსა და ქალაქებს] და ცდილობს გაანადგუროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც რუსეთი ამის გაკეთებას საქართველოში ცდილობდა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ბევრი ქართველის ინტერესში რუსეთთან დაახლოება არ შედის”,-აცხადებს დეგნანი.
აბაშიძე-კარასინის საუბარი Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა. მოგვიანებით აბაშიძემ ჩანაწერის ავთენტიკურობა დაადასტურა.