მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვფიქრობ, სლოვაკეთთან მანქანათმშენებლობის დარგში თანამშრომლობა შეიძლება“ - თურნავა

616d380714cec
ვიქტორია მღებრიშვილი
18.10.21 13:19
532
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თვლის, რომ საქართველოს სლოვაკეთთან მანქანათმშენებლობის მიმართულებით თანამშრომლობა შეუძლია.

როგორც მან საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ევროპელი და სლოვაკი ბიზნესმენების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი დიდია.

„ჩვენთან სტუმრად იმყოფება სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, რომელსაც სლოვაკი ბიზნესმენების წარმომადგენლობითი დელეგაცია მოჰყვა. ტარდება ბოლო პერიოდში რიგით მესამე ბიზნესფორუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადად ევროპელი და სლოვაკი ინვესტორებიდან და ბიზნესმენებიდან საკმაოდ მაღალი ინტერესია.

მათ გავაცანით ის შესაძლებლობები, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობთ, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ეკონომიკური ზრდა, აღდგენის მაღალი ტემპი, რომელიც ჩვენ გვაქვს. დარწმუნებული ვარ ბევრი ერთობლივი პროექტი შედგება. განსაკუთრებული ინტერესი ამ დროისთვის IT სექტორის, ენერგეტიკის მიმართ გამოითქვა. სლოვაკეთი მანქანათმშენებლობის მდიდარი ტრადიციებით არის ცნობილი და ვფიქრობ, აქაც შეიძლება თანამშრომლობა. მზად ვართ სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად უფრო მეტი ინვესტიცია და პროექტი განვახორციელოთ და მათ მხარს სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით დავუჭერთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები