მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, აიკრძალოს ონლაინკაზინოების რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი - პრემიერი

619b4f40cffb2
მარიამ ვარადაშვილი
22.11.21 12:05
809
პრემიერ-მინისტრმა დღეს ონლაინკაზინოებისთვის ახალი რეგულაციები დააანონსა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ონლაინკაზინოების კომპანიებს გადასახადები გაეზრდებათ, აიკრძალება მათი რეკლამა, ხოლო მომხმარებლის ასაკი 25 წლამდე გაიზრდება.

“პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინკაზინოები. ეს ხედვა მაქვს. მზად ვარ, ამის შესახებ ღიად ვისაუბრო და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების მხარდაჭერა იქნება.

პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ და ერთობლივად ოპტიმალურ, გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც პრემიერმა თქვა, "მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-კაზინოები".

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ონლაინკაზინოების მეშვეობით ქვეყნიდან 1,5 მილიარდი ლარი გაედინება.

"სათამაშო ბიზნესის და ონლაინკაზინოების საკითხი თითოეულ მოქალაქეს ძალიან აწუხებს. 1,5 მილიარდი ლარი ონლაინკაზინოების მეშვეობით გაედინება ქვეყნიდან. ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინკაზინოში და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს. მე ამაზე საუბარი მქონდა ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან. ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა. ბატონი მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოების მფლობელებისათვის. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპანიაა და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში - 1,5 მილიარდი ლარი. აქედან დიდი ნაწილი - 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაიგეთ რამდენი მილიონის გადასახადებს იხდიან აზარტული თამაშების კომპანიები - სტატისტიკა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები