მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, ძვირად ღირებულ ონკომედიკამენტებზე 40-50%-ით შემცირებული ფასით შევძლებთ კონტაქტების დადებას - მინისტრი

63ef6a793058b
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.23 16:03
1019
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ძვირად ღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე მწარმოებლებთან პირდაპირ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სახელმწიფოს ხარჯი 40-50%-ით შემცირდება. ამის შესახებ მან ჯანდაცვის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე ონკომედიკამენტს სახელმწიფოს 40%-ით იაფად იყიდის, რაზეც შეთანხმება მწარმოებელთან პირდაპირი გზით უკვე გაფორმდა.

„ყველა იმ მედიკამენტზე, რომელიც რეფერენტული რეგულირების სისტემით ვერ დარეგულირდება, მაგალითად, ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელზეც ვცდილობთ, რომ დღეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსდეს და იმ გეგმას მივყვეთ, რაც სტრატეგიითაა გათვალისწინებული, აქ მწარმოებლებთან პირდაპირი შეთანხმებების დადება გვიწევს. ეს მიღებული პრაქტიკაა, სადაც მწარმოებლებზე უშუალო გასვლა ხვდება და ამ მწარმოებლიდან გარანტირებული შესყიდვის საფუძველზე იმ ფასდაკლებების მიღება, რაც კონტრაქტის დადების შესაძლებლობასაც გვაძლევს.

ესეც საკმაოდ დიდი დაზოგვა იქნება ჩვენი მხრიდან. ვფიქრობთ, ონკომედიკამენტებზე, 40-50%-ით შემცირებული ფასით შევძლებთ კონტაქტების დადებას. ამის საფუძველს ის მაძლევს, რომ დაახლოებით 3 ძვირადღირებულ მედიკამენტზე მივაღწიეთ შეთანხმებას, სადაც 40%-ზე მეტით დაიკლო ფასმა, ანუ სახელმწიფოს ხარჯმა“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები