მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვფიქრობთ, ლარი ახალ ჩარჩოს იპოვის - სოსო ფხაკაძე

6294f7b9eb027
ალა ისპირიანი
30.05.22 21:40
6289
"ვფიქრობთ, ლარი ახალ ჩარჩოს იპოვის", - ამის შესახებ Wissol Group-ის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

ეროვნული ვალუტის რყევების შეფასებისას სოსო ფხაკაძემ კომენტარი საწვავის ფასზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ნავთობის ფასი იმ ნიშნულზე რომ ყოფილიყო, რაც ომამდე სამი თვით ადრე იყო და პარალელურად ლარის კურსი ასე გამყარებულიყო, როგორც ბოლო პერიოდში, ამას საწვავის მომხმარებელი მყისიერად იგრძნობდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა და ნავთობი და ნავთობპროდუქტები უფრო მეტად გაძვირდა.

"ჩვენ ძალიან მოგვწონს რაც შიდა სავალუტო ბაზარზე ხდება. ლარის გაუფასურება ბიზნესზე, მოსახლეობასა და საზოგადოებაზე ნეგატიურად მოქმედებს. ბოლო დღეებში კარგი ტენდენცია გამოიკვეთა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლარი რომელიმე ერთ ნიშნულზე გაჩერდება. ვფიქრობთ, ლარი ახალ დიაპაზონს, ახალ ჩარჩოს იპოვის. რა უწყობს ამას ხელს? - ის მაკროეკონომიკური ვითარება, რაც ბოლო პერიოდში მთელი რიგი პოზიტიური ფაქტორებიდან გამომდინარე შეიქმნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ველოდებით, რომ რომელიმე ერთ ნიშნულზე გაჩერდება", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ინფორმაციისთვის, 30 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 8.89 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9546 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები