მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვფიქრობთ, ქართული სამშენებლო კომპანიების საერთაშორისო პროექტებში უფრო ფართოდ ჩასართავად პირობები შექმნილია - მინისტრი

რევაზ სოხაძე

"ჩვენი ამოცანაა შევქმნათ თანაბარი პირობები ქართული და საერთაშორისო კომპანიებისთვის", - ამის შესახებ "ოცნების" ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

მან ქართული სამშენებლო კომპანიების საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სოხაძის განცხადებით, სამინისტრო ელოდება, რომ ქართული კომპანიები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან საერთაშორისო ტენდერებში.

მისი თქმით, უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქართულ კომპანიებს ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიონ საერთაშორისო კომპანიებს და სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა მსხვილ პროექტებში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვყავდეს ძლიერი სამშენებლო კომპანიები. ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი ინდიკატორი სწორედ ძლიერი ადგილობრივი სამშენებლო სექტორია. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, უკვე შექმნილია პირობები, რომ ქართული კომპანიები საერთაშორისო პროექტებში უფრო ფართოდ ჩაერთონ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროსთვის მნიშვნელობა არ აქვს კომპანია ქართული იქნება თუ უცხოური - მოთხოვნები ყველასთვის თანაბარია და მთავარი კრიტერიუმებია სამუშაოების მაღალი ხარისხი და პროექტების დროულად დასრულება.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში შესრულება.

“ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს კომპანია ქართული იქნება თუ უცხოური — მოთხოვნა ყველას მიმართ თანაბარია. ეს მოთხოვნა გულისხმობს მაღალ ხარისხს და სამუშაოების დროულ დასრულებას. სწორედ დროულ შესრულებას აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები