მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონტრაქტორებთან მიდგომა იქნება ძალიან მკაცრი - რევაზ სოხაძე ბაღების და სკოლების მშენებლობაზე

მინისტრმა, ასევე, მოინახულა გორის წმინდა წყლის უბანში მდებარე სტადიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც იგეგმება ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

კონტრაქტორებთან მიდგომა იქნება ძალიან მკაცრი, მუდმივად გავაგრძელებთ ინსპექტირებას გაფრთხილების გარეშე, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ შიდა ქართლში მიმდინარე პროექტების გაცნობისას განაცხადა.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, შიდა ქართლში რამდენიმე საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შეფერხებები და პრობლემები.

"ჩვენ მუდმივ მონიტორინგზე გვექნება ეს საკითხი, მინდა გავაფრთხილო კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიები, რომ მიდგომა იქნება ძალიან მკაცრი. ერთ-ერთი ბაღის ობიექტზე ჩავედით გაფრთხილების გარეშე, ამ სახის ინსპექტირებას გავაგრძელებთ მუდმივ რეჟიმში“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში საბავშვო ბაღის და სოფელ არაშენდაში საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრმა, ასევე, მოინახულა გორის წმინდა წყლის უბანში მდებარე სტადიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც იგეგმება ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

ლამისყანაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ხოლო სოფელ არაშენდაში საჯარო სკოლის მშენებლობა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, საქართველოში სახელმწიფოს დაკვეთით შესრულებული მშენებლობის ხარვეზიანობის შემთხვევები ერთეული არ არის. მაგალითად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რევაზ სოხაძემ უკვე მესამედ განაცხადა, რომ სახელმწიფო დაკვეთით მიმდინარე პროექტების შესრულებაში ხარვეზებია.

დუშეთში, ცალკეული საბავშვო ბაღის მშენებლობის შემთხვევაში ხარვეზებია - რევაზ სოხაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები