მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვფიქრობთ, შემოვიტანოთ სპეციფიკური ციფრული საფულეები“ - Mastercard-ის რეგიონული მენეჯერი

637a3f8ecfdb8
მარიამ დემეტრაშვილი
21.11.22 08:29
1022
Mastercard-ი საქართველოში ახალი პროდუქტის სპეციფიკური ციფრული საფულეები შემოტანას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოსა და სომხეთში „მასტერქარდის“ რეგიონულმა მენეჯერმა, დავით ზღუდაძემ BMGtv-ის გადაცემა „Forbes კვირაში“ მომავალი წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ელექტრონული კომერცია 2023 წელს Mastercard-ის პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

„მომავალ წელს სურვილი გვაქვს, რომ ელექტრონული კომერციის მიმართულება უფრო პრიორიტეტული გახდეს, რადგან ვხედავთ ზრდის პოტენციალს. ვფიქრობთ, რომ შემოვიტანოთ სპეციფიური ციფრული საფულეები, რომელიც იქნება გლობალური მასშტაბის, გავაძლიეროთ გადახდების კომპონენტი, რომ განსაკუთრებით ინტერნეტ მაღაზიებს ჰქონდეთ მაქსიმალური წვდომა“, - თქვა ზღუდაძემ.

კითხვაზე - როგორ აფასებენ „მასტერქარდის“ სათაო და რეგიონალური ოფისები საქართველოს განვითარების ტემპებს, დავით ზღუდაძემ უპასუხა, რომ ჩვენს ქვეყანას უყურებენ, როგორც ლაბორატორიას, სადაც ახალი პროდუქტების წარმატებით დანერგვა შესაძლებელია.

„საქართველოს უყურებენ როგორც ლაბორატორიას, კარგი გაგებით იმიტომ, რომ იციან, ამ პატარა ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების მიღების დიდი მზაობაა. აქ შეიძლება დანერგო ახალი პროდუქტი და როგორც წარმატებული „ქეისი“ გაავრცელო დიდ ქვეყნებში, აჩვენო - აი, როგორ გაამართლა“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები